სკოლა “აკადემოსის” მოსწავლე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადების მონაწილე 207 მოსწავლეს სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა.
დაჯილდოვებულებს შორის იყო ნინი გოგიბერიძე, სკოლა “აკადემოსის” მოსწავლე. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილებოსთვის გადაეცა ფულადი პრიზი, საჩუქრებთან ერთად.
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და საკმაოდ წარმატებულად. სკოლის მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით მეორე ტურში უმაღლესი ქულებით გადავიდნენ რამდენიმე საგანში: ინგლისური, ქართული, მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია. რეიტინგული სიების მიხედვით კი, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი პირველ ადგილს იკავებს (გეოგრეფიაში, ქართულში, ინგლისურ ენაში).