GE
2 დეკემბერი, 2020 12:12

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები 2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურში გადავიდნენ

მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ ისეთ მნიშვნელოვან ოლიმპიადაზე, როგორიც ეროვნული სასწავლო ოლიპმიადაა.

“ვულოცავთ ყველა მონაწილეს მეორე ტურში გადასვლას. განსაკუთრებით გამოვყოფთ მეა ამირიძეს (XI კლასი), რომელმაც რამდენიმე საგანში მიიღო მონაწილეობა და გადავიდა მეორე ტურში.

ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ამირიძე მეა, ბაღდავაძე ანა, რუხაძე ნიკოლოზი, გოგიბერიძე ნიკა, მანჯავიძე ირაკლი, ნია ფანჩულიძე, ნიკა მუკბანიანი, ანდრია ჭანკვეტაძე, ილია ნაყიდაშვილი, მარიამ ჩანქსელიანი, ამირან სამსიანი. გისურვებთ წარმატებებს! მადლობა პედაგოგებს”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, თამარ ჩანტლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ ფორმატით ჩატარდა.

Aris.ge - განათლება განათლება