GE
23 იანვარი, 2020 17:50

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურში საუკეთესო შედეგებით გადავიდნენ

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები (X,XI,XII კლასები) 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის III ტურში საუკეთესო შედეგებით გადავიდნენ.

“ვულოცავთ სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებს საუკეთესო შედეგებით მესამე ტურში გადასვალს. განსაკუთრებით კი ვულოცავთ გვანცა თულაშვილსა და ნინო გოგიბერიძეს მაქსიმალური ქულის მიღებას (მაქსიმალური ქულა 40. ქართული, ინგლისური, რუსული, გეოგრაფია)”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის III ტურში წარმატებით აგრძელებენ მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები: 

ნინო გოგიბერიძე (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა);
გვანცა თულაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა);
საბა თულაშვილი (ინგლისური ენა, გეოგრაფია);
ნიკოლოზ ნასყიდაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა);
მეა ამირიძე (ქართული ენა და ლიტერატურა);
მარიამ ჩანქსელიანი (ინგლისური ენა);
მარიამ კორახაშვილი (გეოგრაფია);
ლევან გაბრიჭიძე (რუსული ენა).

პედაგოგები: თამარ ორმოცაძე, ნესტან კობახიძე, ლილი თულაშვილი, მარი აბრამიშვილი, მარიამ ნიკოლეიშვილი.

Aris.ge - განათლება განათლება