GE
10 ივლისი, 2019 15:51

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები ჰოლივუდელი რეჟისორის ფილმის გადაღებებში მონაწილეობენ

თბილისში რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო ამერიკული შორთ ფილმის ”ANGELS IN EVERY SINK” გადაღება, რომლის რეჟისორი არის ბრედ ჯონსონი (Brad Johnson – HOLLYWOOD LOS ANGELES), პროდუსერი- ლიზ ლეინი (LIZ LANE GEORGIA – USA, LOS ANGELES), ამერიკელი მსახიობი ალან გროვს (ALLAN GROVES-USA) და საქართველოდან – თანამშრომლობს რეჯისორი და პროდიუსერის ვლადიმერ კაჭარავას კინოსტუდია ”20 Steps Productions”.

ვლადიმერ კაჭარავა ფილმ ”დედეს” პროდუსერია, მისმა ფილმმა მრავალი პრიზი დაიმსახურა. მათ შორის, სპეციალური პრიზი იუნესკოს პატრონაჟით.

ფილმის გადაღებებში მონაწილეობას იღებენ სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებიც.

განსაკუთრებით საამაყოა ის გარემოება, რომ სკოლა ”აკადემოსის” კურსდამთავრებული ლიზი ლეინი (ფილმის პროდიუსერი) ზრუნავს თავის სკოლაზე და პატარებს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ამ საინტერესო პროექტში.

სკოლა მადლობას უხდის ლიზის, მის პროფესიონალთა გუნდს და უსურვებს წარმატებებს

ფოტოები გადასაღები მოედნიდან:

 

Aris.ge - განათლება განათლება