1 დეკემბერი, 2020 14:23
სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაშის მეორე ტურში გადავიდნენ
სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაშის – Quidditch-ის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს და მეორე ტურში გადავიდნენ.
“ინგლისურენოვანი ინტელექტუალური თამაში ქვიდიჩი (Quidditch) გილოცავთ მეორე ტურში გადასვლას”, – ვკითხულობთ სკოლის ოფიციალურ გვერდზე.
Quidditch-ში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები მეა ამირიძე (კაპიტანი), ნიკოლოზ რუხაძე, ანა ბაღდავაძე, ანა სამსიანი და ირაკლი მანჯავიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ამ ინგლისურენოვან ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც არც ისე მარტივია და ყველა ჯერზე წარმატებით იწონებენ ისინი თავს.