4 თებერვალი, 2019 16:39
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები პროექტ “ყველაზე წიგნიერის” მეორე ტურში გადავიდნენ
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში “ყველაზე წიგნიერი”, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ვიქტორინების, კონკურსებისა და გასართობ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით.
სკოლა “აკადემოსის” VI-VIII კლასის მოსწავლეები: მარიამ სუჯაშვილი, ლუკა მუკბანიანი, ნია ფანჩულიძე, მარიამ გრიგოლია და ბარბარე მუკბანიანი პროექტის “ყველაზე წიგნიერი” მეორე ტურში გადავიდნენ.
“ვულოცავთ სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებს პროექტ “ყველაზე წიგნიერის” პირველ ტურში წარმატებულ ასპარეზობას და მეორე ტურში გადასვლას საუკეთესო შედეგებით! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წიგნიერი მოსწავლეებით!”, – აღნიშნეს სკოლაში.