22 იანვარი, 2019 15:35
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისთვის სლოვაკეთში მიემგზავრებიან
სკოლა “აკადემოსის” XI კლასის მოსწავლეები მიემგზავრებიან სლოვაკეთში, კულტურულ-საგანმანათლებლო საერთაშორისო პროექტში “CULTURAL DIVERSITY” (Europen Union Programme Erasmus+) მონაწილეობის მისაღებად, სადაც გაეცნობიან მონაწილე ქვეყნების განსხვავებულ კულტურულ ღირებულებებს. (სრული დაფინანსება ორგანიზატორების მხრიდან).
რატომ არის კულტურა პროექტის მთავარი თემა?
– კულტურა ცხოვრების გზაა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე: ხელოვნება, რელიგია, ლეგენდები, ადათ-წესები, ტრადიციები… კულტურათა დაახლოება ხელს უწყობს თანამეგობრობასა და კეთილგანწყობის უპირობო გარანტია.
პროექტში მონაწილე ქვეყნებია: სლოვაკეთი, მალტა, საქართველო, ჰოლანდია, იორდანია.
თარიღი: 2019წლის 4 – 11 თებერვალი.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ექსკურსიები და ლაშქრობები.