GE
12 ნოემბერი, 2018 17:41

სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეების წარმატება TOEFL-ის გამოცდაზე

როგორც უკვე ცნობილია, სკოლა ,,აკადემოსის” ყველა მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა, ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდები შემდეგ პროგრამებში: ETS Toefl: Primary, Junior, ITP, Score Roaster. აგრეთვე, დაესწროს სასწავლო წლის განმავლობაში ამ პროგრამების სრულ კურსს (სკოლის დაფინანსების საფუძველზე).

რამდენიმე კვირის წინ TOEFL-ის წარმომადგენლობამ საქართველოში ჩაატარა ტესტირება სკოლაში ზემოხსენებულ პროგრამებში.

შედეგები უკვე ცნობილია. ყველა იმ მოსწავლესა და პედაგოგს, ვინც გამოთქვა სურვილი ამ პროექტში ჩართვისა, ვუხდით მადლობას მიღწეული შედეგებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს დანიშნულ TOEFL-ის გამოცდაზე მივიღებთ უფრო მაღალ შედეგებს“, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.

(პედაგოგები ხატია ბიბილური და თამარ კვიციანი)

Aris.ge - განათლება განათლება