2 აპრილი, 2020 10:57
სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების პარალელურად ოლიმპიადებში პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვეს
სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აქტიურად აგრძელებენ სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღებას. აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, დისტანციურ სწავლებასთან ერთად, წარმატებით გაართვეს თავი საოლიმპიადო მარათონს და სკოლა პირველი ხარისხის დიპლომებით ასახელეს.
“ვულოცავთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კინგსის და ვუნდერკინდის ოლიმპიადებში წარმატებებს. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ესწრებით გაკვეთილებს მაინც საუკეთესო შედეგზე გახვედით. მადლობა თქვენ და თქვენს პედაგოგებს (ქართული, ინგლისური, მათემატიკა, ისტორია, ბუნება)”, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.
ყველა მოსწავლემ პირველი ხარისხის დიპლომები დაიმასუხრა:
- ვარდიაშვილი დემეტრე (ყველა საგანში უმაღლესი შედეგი)
- მელიქიძე ლიზი
- მელიქიძე დაჩი
- ქსოვრელი ელენე
- არევაძე ანასტასია
- ციცქიშვილი ლუკა
- ებრალიძე ილია
- ბაკურია ანასტასია (უმაღლესი შედეგი)
- წულაია ქეთი
- წულაია თამარი