GE
20 ოქტომბერი, 2020 10:30

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა მოხალისეობრივი აქციის ფარგლებში დიღმის ტყე-პარკი დაასუფთავეს

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა მოხალისეობრივი აქციის ფარგლებში დიღმის ტყე-პარკი დაესუფთავეს. როგორც სკოლაში განგვიცხადეს, აქცია სამოქალაქო განათლების პედაგოგის, თამთა ჯიჯავაძის ორგანიზებით ჩატარდა.

“მოხალისეობა – აქტივობა, რომელიც ბავშვებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასწავლის. ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში გადაწყვიტეს მოხალისეობრივი აქცია გაემართათ და დიღმის ტყე-პარკი დაესუფთავებინათ. შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვილმა აქტიურმა მოსწავლეებმა მთელი ტყე-პარკი ნარჩენებისგან დაასუფთავა.

ცნობისთვის, პოლიეთილენის პარკს გარემოში დაშლა/გახრწნისთვის 500-მდე წელი სჭირდება. თუნუქის ქილებს – 100-მდე წელი; მინის ჭურჭელს – 4000-მდე წელი. მოსწავლეებმა სწორედ აღნიშნული ნარჩენებისგან გაათავისუფლეს ტყე. ბავშვები თავიანთი შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ”, – გვითხრეს სკოლაში.

 

Aris.ge - განათლება განათლება