GE
19 ოქტომბერი, 2020 12:26

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თემატიკაზე პატარ-პატარა თხზულებები დაწერეს

სასწავლო წლის დასაწყისში კერძო სკოლა “აკადემოსის” მეხუთე კლასი გაეცნო თავს ,,გოგონები და ბიჭები”, რომელშიც ასაკისათვის შესაფერისი, მარტივი, საინტერესო და სახალისო ტექსტებია თავმოყრილი.

ნაწარმოებების დამუშავებისას ყურადღება გავამახვილეთ ტექსტის მოსმენის, წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარის გაუმჯობესებაზე! ასევე ილუსტრაციებზე დაკვირვებასა და წარმოსახვის უნარის გამომუშავებაზე! სწორედ ამ მიზანს ემსახურება ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა: მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თემატიკაზე, მასწავლებლის მიერ შერჩეული ილუსტრაციების მიხედვით, ბავშვებმა მოიფიქრეს და დაწერეს პატარ-პატარა თხზულებები.

დავალებაში კარგად გამოჩნდა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა, როგორ აღიქვან კონკრეტული სიტუაცია, ნახატი თუ ფოტო, როგორ მოარგონ რეალობას, ზოგჯერ გამონაგონსაც და ფანტაზიის წყალობით გადმოსცენ საინტერესო ამბები!

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დისტანციურმა სწავლებამ საშუალება მოგვცა უკეთ აგვეთვისებინა კომპიუტერი და გაგვეუმჯობესებინა მასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარები ეს იქნება ,,Microsoft Word Document”-სა თუ ,,Microsoft PowerPoint Presentation” -ში მუშაობა“, –  აღნიშნა ჩვენთან საუბარში სკოლის პედაგოგმა მარი დონდოლაძემ.

Aris.ge - განათლება განათლება