GE
20 იანვარი, 2020 16:26

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა ქ. კიევის N173-ე საჯარო სკოლის პატარებისგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა საახალწლო საჩუქრები მეგობარი სკოლისგან, ქ. კიევის (უკრაინა) N173-ე საჯარო სკოლისგან მიიღეს.

„ქ. კიევის (უკრაინა) N173-ე საჯარო სკოლის პატარებმა საახალწლოდ, ჩვენ პირველკლასელებს, საკუთარი ხელით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოუგზავნეს. დიდი მადლობა სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს“, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება