GE
4 იანვარი, 2021 10:45

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა საახალწლოდ პედაგოგები მისალოცი ბარათებით გაახარეს

პედაგოგობა გარდა სწავლებისა, პირველყოვლისა ბავშვებთან ურთიერთობა და სიყვარულია, ამიტომ ყველაზე დიდი ბედნიერება მასწავლებლისთვის, სწორედ მოსწავლისგან მიღებული სითბოა.

სკოლა “აკადემოსის” პედეგოგები საახალწლოდ, განსაკუთრებით გაახარეს პატარებმა და მათთვის ბარათები, მისალოცი ტექსტები მოაზადეს, არ დაიშურეს თბილი სიტყვები.

“ბედნიერებაა, როცა მიუხედავად დისტანციური სასწავლო პროცესისა, მაინც შეგვიძლია შევინარჩუნოთ ყველაზე მთავარი: სითბო, სიყვარული და პატივისცემა!”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება