GE
2 ოქტომბერი, 2018 16:48

სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტში – Georgian youth for Europe მონაწილეობა მიიღეს

ამა წლის სექტემბერში სკოლა ,,აკადემოსის“ მე-11 კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ ათი დღით ბალტიისპირეთში (ესტონეთი) მეტად საინტერესო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეკოლოგიის საკითხების განხილვასა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას ითვალისწინებს.

“ამ პროექტზე უცხოელ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობდნენ ჩვენი მოსწავლეებიც, რომლებმაც დაიმსახურეს მაღალი შეფასებები და საერთაშორისო სერტიფიკატები”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

Aris.ge - განათლება განათლება