სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების შემდეგაც ოლიმპიადებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები ევერესტის, ვუნდერკინდისა და კინგსის ოლიმპიადებს წარმატებულად ართმევენ თავს. II-IV კლასების მოსწავლეებმა ქართულის, ინგლისურის, მათემატიკისა და ბუნების ოლიმპიადებზე მაღალი შეფასებები მიიღეს.
წარმოგიდგენთ ოლიმპიადების წარმატებულ მოსწავლეებს:
მეორე კლასი: ბაკურია საბა
მესამე კლასი: ქსოვრელი ელენე, შედანია გიორგი, ვარდიაშვილი დემეტრე, მელიქიძე ლიზი, კილაძე მათე
მეოთხე კლასი: მელიქიძე დაჩი, არევაძე ანასტასია
აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასის მოსწავლე დემეტრე ვარდიაშვილმა ყველა საგანში უმაღლესი შედეგი აჩვენა.
“სკოლის პედაგოგები დისტანციურ გაკვეთილებს ხარისხიანად ატარებენ. ამას არა მხოლოდ მშობლების მხრიდან გამოხატული დადებითი შეფასება მოწმობს, არამედ მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ოლიმპიადაში აღებული უმაღლესი შედეგებიც. მადლობა ბავშვებს, რომ ყოველთვის ასახელებენ სკოლასა და მასწავლებლებს”, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.