GE
4 დეკემბერი, 2019 13:56

სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეებს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა შეხვდა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ახორციელებს პროექტს ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ მიზნით, ისინი შეხვდნენ სკოლა “აკადემოსის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.

“ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ, მოვუაროთ და შევიფაროთ ძაღლები, ვის უნდა მივმართოთ საჭირო შემთხვევისას, როცა მათ სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდებათ.

ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად აღწერდა ძაღლებთან ურთიერთობას. შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა გამოიკითხეს, თუ ვის ჰქონდა დახმარება გაწეული ძაღლებისთვის. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სკოლაში ცხოველთა მოყვარული მრავალი პატარა იზრდება. ცხოველთა მზრუნველობისა და დახმარების აღმოჩენის გამო სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ, სტატუსით- ,,ცხოველთა მეგობარი”.

ჩვენს სკოლაში აღზრდილი პატარებისათვის ძაღლებთან მეგობრობა უცხო არ არის, რადგან სკოლა მრავალი წელია, ზრდის სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს, ამჯერად კი ჩვენთან ცხოვრობს კავკასიური ნაგაზი, რომელიც სამი წლისაა, მას ძალიან უყვარს პატარები.

დიდი მადლობა ტელეკომპანია „იმედს“ და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საინტერესო ლექციისთვის”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, თამარ ჩანტლაძემ.

აღნიშნული ღონისძიება ტელევიზიამაც გააშუქა, იხილეთ ვიდეო.

Aris.ge - განათლება განათლება