GE
6 ნოემბერი, 2020 12:33

სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლის წარმატებული ექსპერიმენტი სახლის პირობებში

მსოფლიო პანდემიის დროს, კარგად ვიცით, თუ რასთან გვიწევს ჭიდილი, განსაკუთრებით განათლების სფეროში. განათლება ისევ პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობისათვის.

როგორც სკოლა “აკადემოსში” აცხადებენ, მიუხედავად ამ მძიმე პერიოდისა, სკოლა ,,აკადემოსი” ჩვენივე კანონმდებლობის შესაბამისად, ზედმიწევნით კარგად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც მთავარია, სწავლის ხარისხის შენარჩუნებითა და მოსწავლეების ინტერესების გაღრმავებით ისევ მოწინავე ადგილზეა.

“სკოლის ინტერესებშია მეტი საინტერესო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთი გამორჩეული საგანია ფიზიკა. უნდა აღინიშნოს, ბავშვების განსაკუთრებული ინტერესი საკმაოდ რთული თემების მიმართ, მათი ჩართულობა საგნის შემეცნებით, თეორიულ თუ პრაქტიკულ აქტივობებში! საინტერესო ცდების მეშვეობით (სახლის პირობებში, მაქსიმალურად უსაფრთხოდ) ამ წლის სიმძიმისა და დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ წარმატებით სწავლებასა და განვითარებას”, – გვითხრეს სკოლაში.

იხილეთ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ექსპერიმენტი სახლის პირობებში.

Aris.ge - განათლება განათლება