29 ნოემბერი, 2019 11:33
სკოლა “აკადემოსის” პირველკლასელები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
სკოლა “აკადემოსის” პირველკლასელები, საგანმანათლებლო პროგრამის “კანფეტების ისტორია” ფარგლებში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ.
პროგრამა მოიცავდა მუზეუმის დათვალიერებას, თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვებმა მოისმინეს კანფეტების შექმნის ისტორია და ნახეს ვიდეომასალა.
პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა თავისი ხელით ფორმა მისცეს კანფეტის მასალას და შეფუთეს საკუთარი დიზაინით.