GE
9 მარტი, 2020 11:11

სკოლა „აკადემოსის“ რამდენიმე ჯგუფმა Go English-ის პროექტის პრეზენტაციები წარმოადგინა

სკოლა “აკადემოსის” რამდენიმე ჯგუფმა წარმოადგინა TOEFL-ის Go English Project-ის პრეზენტაციები English Book Education-ის ოფისში.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ პროექტში მონაწილეობდნენ III-IV კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც ღირსეულად წარდგნენ აუდიტორიის წინაშე ინგლისურენოვანი პრეზენტაციით.

საყურადღებოა ისიც, რომ მონაწილეთა შორის ყველაზე პატარა ასაკის სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეები იყვნენ.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკის მასშტაბით.

Go English Project-ის მონაწილეებს საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისათვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

პედაგოგები: მარი აბრამიშვილი და მარიამ ნიკოლეიშვილი

Aris.ge - განათლება განათლება