GE
20 ნოემბერი, 2018 17:45

სკოლა “აკადემოსის” საბაზო საფეხურის მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაციის შემეცნებითი სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სკოლა ,,აკადემოსის” საბაზო საფეხურის მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაციის შემეცნებითი სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის მოქალაქეობრივი კომპეტენციებისა და ღირებულებების ფორმირებაში ხელშეწყობა, თავისუფალ განვითარებასა და პიროვნულ გაძლიერებაში მხარდაჭერა.

პროექტის ამოცანები:
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ/განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს:

  • სოციალური უნარ-ჩვევები – „ჩვენი გუნდი“;
  • სამართლებრივი ცნობიერება – „მე და საზოგადოება“;
  • ბულინგის პრევენცია – „თავისუფლების მწერლები“/Freedom Writers
  • პროფესიული ორიენტაცია – „ჩემი მომავალი პროფესია“;
  • საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება.
  • სალექციო კურსის დასრულებისას მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;

პროექტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

Aris.ge - განათლება განათლება