8 აპრილი, 2021 10:46
სკოლა „აკადემოსის” საინტერესო აქტივობა -,,იდეალური სკოლის მოდელი”
,,უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში, სკოლა „აკადემოსის” მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს იდეალური სკოლის მოდელი.
აღნიშნულ დავალებაზე ისინი ერთობლივად, ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შემდეგაც შემუშავებული მოდელი დირექციას წარუდგინეს. როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა? როგორი უნდა იყოს სასწავლო პროცესი? რა როლი აქვს მშობელს სასკოლო საზოგადოებაში? რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მასწავლებელს და რა ვალდებულებები და უფლებები უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს? ამ კითხვებს პასუხობდა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია.