GE
21 დეკემბერი, 2018 12:11

სკოლა “აკადემოსის” საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის მრავალფეროვან აქტივობებს გთავაზობთ

თანამედროვე ბავშვებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო საგნების შესწავლასთან ერთად ჰქონდეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებსაც აკმაყოფილებს წარმატების საერთაშორისო სტანდარტები.

სკოლა “აკადემოსის” საკვირაო სკოლის მიზანია ბავშვებში მაღალი სააზროვნო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე განვითარება.

საკვირაო სკოლა განკუთვნილია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის, მათ შორის სკოლამდელი(ბაღისა) და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც განაწილდებიან შემდეგ ჯგუფებში: 5-დან 7-წლამდე, 7-დან 11-წლამდე.

სკოლა ბავშვებს სთავაზობს აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მრავალმხრივ განვითარებასა და სამყაროს შემეცნებას, რასაც შეძლებენ შემდეგი შემეცნებითი პროგრამების საშუალებით:

5-დან 7-წლამდე ბავშვებისთვის:

  1. ზღაპრის თერაპია – როლური თამაშებით, მოსმენილის მიხედვით ნამუშევრის შექმნა ბავშვს ეხმარება წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარებაში. ზღაპრითი თერაპიის მეშვეობით უმჯობესდება აღქმა, ლოგიკური აზროვნება, ყურადღბიის კონცენტრაციის უნარი.
  2. მხიარული ნოტები – მუსიკალური სმენისა და რიტმის გრძნობის განვითარება. მიღებული შთაბეჭდილებების სხვადასხვა ფორმით (ხატვა, მოძრაობა, დიალოგი) გამოხატვა. ჯგუფური მუზიცირება, გაჟღერება, მარტივი იმპროვიზაციები.
  3. გამოყენებითი არტ-თერაპია: ფერწერა, ძერწვა, თიხის გამოყენებით სხვადასხვა ფიგურის შექმნა, აპლიკაციები, თითოეული მათგანი ავითარებს ნატიფ მოტორიკას, რაც დადებითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე.
  4. სახალისო არითმეტიკა – ეხმარება ბავშვებს რთული მათემატიკური ფორმულებისა და თეორიების გარეშე შეაბიჯონ არითმეტიკის სამყაროში, რაც განუვითარებთ მათემატიკურ უნარ-ჩვევებს.
  5. შევიმეცნებთ სამყაროს – ხელოვნებით, მეცნიერებით, მნიშვნელოვანი ისტორიული ამბებით ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიმეცნონ სამყარო და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას.

7-დან 11-წლამდე ბავშვებისთვის:

  1. წიგნის კლუბი – მოიცავს ქართული და უცხოური ლიტერატურის გაცნობას, მათზე გადაღებული ფილმების ჩვენებასა და მათთან დაკავშირებით მომზადებული პრეზენტაციების განხილვას ფსიქოლოგთან ერთად.
  2. გამოყენებითი ხელოვნება – სხვადსახვა სახელოვნებო დარგში ჩართვა მათ შოის ფერწერა (გუაში, პლასტელინი, ფანქარი, აკვარელი) ძერწვა(თიხა, პლასტელინი). მსოფლიოში ცნობილ მუზეუმებში მოგზაურობა (დოკუმენტური ფილმების საშუალებით), ცნობილი მხატვრების ტილოების განხილვა.
  3. სილუეტების თეატრი – თეატრალურ-შემოქმედებითი უნარების განვითარება.
  4. შესავალი უნარ-ჩვევებში: ლოგიკური ამოცანები, ვერბალური და არავერბალური აზროვნების განვითარება
  5. შევიმეცნებთ სამყაროს: მითების, მითოლოგიური პერსონაჟების გაცნობა; მსოფლიო მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და გამოგონებების შესწავლა; სხვადასხვა დარგიდან საინტერესო მასალის მოძიება, ვიდეოჩვენება, განხილვა და დებატი.
  6. ვოკალის გაკვეთილი – საესტრადო სიმღერებისა და პოპურის შესწავლა ხმებში (გამღერება და რიტმული სავარჯიშოები).
Aris.ge - განათლება განათლება