GE
16 ნოემბერი, 2020 11:11

სკოლა „აკადემოსის“ თეატრალური სტუდიის მოსწავლეები ამერიკული მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებებში იღებენ მონაწილეობას

2019 წლის აგვისტოს თვეში თბილისში მიმდინარეობდა ამერიკული შორთ ფილმის გადაღებები, რომლის პროდიუსერი გახლდათ სკოლა ,,აკადემოსის” კურსდამთავრებული ლიზი ლეინი (Elizabeth Lane).

მისი რჩევით განხორცილედა ლოს-ანჟელესიდან გადამღები ჯგუფის ვიზიტი საქართველოში და ვლადიმერ კაჭარავას 20 Steps Productions-თან თანამშრომლობა.

ფილმში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი მსახიობები, ასევე სკოლა ,,აკადემოსის” თეატრალური სტუდიის მოსწავლეები (ეპიზოდური როლი).

“პროექტი არის მასშტაბური, მაგრამ მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ დროებით შეაფერხა ეს პროცესი. ვუსურვებთ ლიზის წარმატებას და საინტერესო პროექტების განხორციელებას საქართველოში”, – განაცხადეს სკოლაში.

ფილმის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე, გადასვლისას მიუთითეთ კოდი: CovenantVidsAIES20.

Aris.ge - განათლება განათლება