27 სექტემბერი, 2019 12:29
სკოლა “აკადემოსის” V კლასის მოსწავლეებმა დადგეს მინისპექტაკლი “უკუღმა დაჭედილი”
სკოლა ,,აკადემოსის” V კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, დადგეს მინისპექტაკლი ,,უკუღმა დაჭედილი”.
“ამგვარი ჯგუფური აქტივობები და როლური თამაშები ხელს შეუწყობს სასწავლო მასალის უკეთ ათვისებასა და ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებას, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანი და დანიშნულებაა”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
პედაგოგი: ანა ფანცულაია