GE
13 თებერვალი, 2019 16:09

სკოლა “აკადემოსისა” და კიევის 173-ე სკოლის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ

როგორც ვიცით, უკრაინა-საქართველოს მეგობრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. სკოლა “აკადემოსისა” და კიევის 173-ე სკოლის მეგობრობაც საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობით გამოირჩევა.

დღეს სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა. გაკვეთილი სიყვარულის თემაზე იყო. მოსწავლეებმა მოიყვანეს 3 სასიყვარულო ამბის საინტერესო მაგალითი ქართული და უცხოური ლიტერატურიდან.  შეასრულეს სატრფიალო სიმღერა, კომუნიკაცია იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ექსპრომტად წარადგინეს პრეზენტაცია – რუსთაველი: ავთანდილი და თინათინი.

შეხვედრა დაგვირგვინდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსით, რომელიც ინგლისურად წაიკითხა ნინი გოგიბერიძემ.

Aris.ge - განათლება განათლება