GE
9 აპრილი, 2021 11:39

სკოლა ,,აკადემოსი“თავის მოსწავლეებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ონლაინ კურსს სთავაზობს

მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, სკოლა ,,აკადემოსი“ თავის მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში დისტანციურ ჩართულობას, რომელიც მათ დაეხმარებათ არა მარტო პროფესიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევაში.

ასევე, მნიშვნელოვანია სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეთა წიგნიერება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ჰარვარდის უნივერსიტეტის (Harvard University) ონლაინ კურსები, რომელსაც წარმართავენ ამავე უნივერსიტეტის ლექტორები.

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რამდენიმე კურსი, გაეცნონ მსოფლიო დონის მწერლებს (გოეთე, შექსპირი, ეკერმანი და ა.შ), შეასრულონ ლექტორების მიერ მიცემული დავალებები და გააკეთონ პრეზენტაციები. გთავაზობთ რამდენიმე კურსის ჩამონათვალს:

  • Modern masterpieces of World Literature;
  • Keep learning in Shakespeare’s Live and Work;
  • Academic and Business writing.
EDU.ARIS.GE (განათლება)