10 სექტემბერი, 2020 14:56
სკოლა „აკადემოსმა“ ინსპექტირება წარმატებით გაიარა
სკოლა „აკადემოსი“ მშობლებისა და მოსწავლეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნავს, “აკადემოსმა” წარმატებით გაიარა ინსპექტირება და შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით დაიწყება.
როგორც სკოლაში აცხადებენ, 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს 10:00 სთ-ზე დაიწყება. სკოლა მოუთმენლად ელის ყველა მოსწავლეს.