GE
7 აპრილი, 2020 16:07

სკოლა „აკადემოსმა“, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნების მიზნით, კიდევ ერთი ინიციატივა დანერგა

სკოლა „აკადემოსის“ დირექციიამ, შექმნილი ვითარებიდან გამოდინარე და დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეთა კიდევ უფრო მეტად ჩართულობის მიზნით ახალი ინიციატივა დანერგა. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა დისტანციური საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე ათწუთიანი გამამხნევებელი ვარჯიშების ჩატარება მუსიკის თანხლებით.

“მხიარული განწყობითა და ენერგიით ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო პროცესის დროს, ისე დისტანციური სწავლების შემთხვევაშიც. სკოლის დირექციამ გადაწყვიტა დისტანციური საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე ათწუთიანი გამამხნევებელი ვარჯიშების ჩატარება მუსიკის თანხლებით. ეს ნაბიჯი დადებითად შეფასდა როგორც მოსწავლეების, ისე მშობლების მხრიდანაც.

სკოლა ზრუნავს მოსწავლეებისა და მათი მშობლების, ერთი მხრივ, პოზიტიურ განწყობაზე, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, ხოლო მეორე მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაზე”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება