GE
3 ივლისი, 2019 16:33

სკოლა ,,აკადემოსში” არსებული ქართული და ინგლისურენოვანი კლუბების პრეზენტაციები ჩატარდა

2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს სკოლა “აკადემოსში” ჩატარდა პრეზენტაციები იმ მწერლებისა და ნაწარმოებების შესახებ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ეცნობოდნენ მოსწავლეები ქართულ თუ ინგლისურენოვან ლიტერატურულ კლუბებში (საკითხავი მასალა ქართულ ენაზე -16 წიგნი; ინგლისურენოვანი -12 წიგნი).

ლიტერატურულ კლუბს ხელმძღვანელობდნენ: თამარ ორმოცაძე და ნათია ფერაძე
ინგლისურენოვან ლიტერატურულ კლუბს ,,The King’s & Queen’s literature Club” ხელმძღვანელობდა ამერიკელი პედაგოგი: კლარკ ვებერი (Clark Webber).

“თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, სკოლა ,,აკადემოსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნის საჯაროდ წარდგენის პროცესი (პრეზენტაციების სახით) სრულყოფილი და ქმედითი გაეხადა, რადგან, როდესაც ადამიანი ფლობს პრეზენტაციის წარმართვის უნარს, ეს საკუთარი ცოდნის, შესაძლებლობის, დაგეგმილი თუ ჩატარებული სამუშაოს წარმოჩენის საშუალებას იძლევა. გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე მომზადებული შეხვდება ცხოვრების გამოწვევას.

მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს საინტერესო პრეზენტაციების წარდგენისათვის”, – აღნიშნავენ სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება