GE
11 ნოემბერი, 2019 14:01

სკოლა “აკადემოსში” ახალი კლუბი “COOKING TIME” გაიხსნა

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და ზრდასრულისთვის, ამაზე ბევრი ინფორმაცია გვსმენია სპეციალისტებისაგან, ეკრანებიდან, პრესიდან თუ ინტერნეტსივრციდან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის ასაკში სწორ კვებას.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა “აკადემოსის“ მოსწავლეები განებივრებულნი არიან წრეებითა თუ კლუბებით, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, გაიხსნა ახალი კლუბი “cooking time”, რომელშიც ჩართულნი იქნებიან V-VII კლასის მოსწავლეები.

პედაგოგი: მეგი ნასყიდაშვილი

ამჯერად წარმოგიდგენთ პატარების ნახელავს, ჯანსაღი საკვებით მომზადებულ ბროკოლის სალათს მოხალული ტაიგერით.

Aris.ge - განათლება განათლება