GE
17 მაისი, 2019 16:00

სკოლა ,,აკადემოსში” ,,მსოფლიოს ყველაზე დიდი გაკვეთილი” ჩატარდა

17 მაისს სკოლა ,,აკადემოსში” ჩატარდა AIESEC -ისა და გაეროს ახალგაზრდა ლიდერთა ხელმძღვანელობით ,,მსოფლიოს ყველაზე დიდი გაკვეთილი”, პროექტის მიზანია მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემების და მიზნების შესახებ, ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში ერთდროულად ტარდება გაკვეთილი მდგრადი განვთარების მიზნების შესახებ.

,,მსოფლიოში ყველაზე დიდი გაკვეთილის” ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გაიმჯობესონ გუნდური მუშაობის და სიტყვით გამოსვლის უნარები, ასევე ორგანიზატორებს და პარტნიორებს საშუალება ეძლევათ, მომავალ თაობას გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, რათა მომავალში ერთად უზრუნველყონ მდგრადი განვითარების პრობლემებზე მუშაობა და მათი მოგვარება.

Aris.ge - განათლება განათლება