სკოლა „აკადემოსში“ პროექტის „თანასწორობა“ ფარგლებში, სტუმრად ისრაელის ელჩი, რან გიდორი იმყოფებოდა
ტოლერანტობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა: შემწყნარებლობა, სოციალური პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. თანასწორობის გააზრება და სხვისი თანაგრძნობა უპირველესია, რაც მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ.
სკოლა „აკადემოსში“ პროექტის „თანასწორობა“ ფარგლებში, სტუმრად ისრაელის ელჩი, რან გიდორი იმყოფებოდა, რომელმაც პროექტის კონკურსებში საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს პირადად გადასცა სერტიფიკატები, მადლობის სიგელები და საჩუქრები.
ასევე, სკოლამ უმასპინძლა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელს ქ-ნ ლუსო დოსტიბეგიანს, ifact-ის ჟურნალისტს ქ-ნ აიდან აუსუფს და მარიამ შარაშიძეს.
,,დიდი მადლობა მათ მობრძანებისათვის და ბავშვების გახარებისათვის. აგრეთვე, მადლობა ჩვენს პედაგოგებს თამთა ჯიჯავაძეს (პროექტის ორგანიზატორს) და მარი დონდოლაძეს თანასწორობის თემატიკაზე პიესის დაწერისათვის, რომლის მიხედვითაც დადგმული სპექტაკლი წარვადგინეთ სტუმრებთან. პროექტი დაფინასებულია და განხორციელებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით“, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.