სკოლა “აკადემოსში” საერთაშორისო პროექტ “მეწარმეობის” ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
სკოლა ,,აკადემოსის“ მოსწავლეები ჩართულები არიან საერთაშორისო პროექტში – USAID Junior Achievement ,,ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა“, რომელიც მოიცავს ასაკობრივი ჯგუფების ქვეპროგრამებს: ,,ჩვენი საზოგადოება“, ,,ჩვენი ქვეყანა“, ,,ფულზე მეტი“ … საშუალო საფეხურზე კი არჩევით საგანს – ,,მეწარმეობის საფუძვლებს“. ეს პროგრამები მოსწავლეებს უვითარებს ძირითად ბიზნესის ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს.
სასწავლო წლის ბოლოს თითოეულმა კლასმა განახორციელა საკუთარი ბიზნეს გეგმა და მოაწყო გამოფენა-გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი და სპონსორი სკოლა ,,აკადემოსია“.
გამოფენა – გაყიდვაზე სტუმრებმა იხილეს ხელნაკეთი სამკაულები, ფერწერული ნამუშევრები, დააგემოვნეს კულინარიის, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებული წვენები …
მსგავსი პროექტი განხორციელდა რამდენიმე წლის წინ (ნახატებისა და ლიტერატურული ჟურნალის გამოფენა-გაყიდვა), შემოსული თანხის მიზნობრიობა დაადგენა თავად კლასმა და დამრიგებელმა შემეცნებით-გასართობი პროგრამებისთვის (კინო, თეატრი, ექსკურსია, მუზეუმი…), ასევე ამ პროექტშიც თავად ბავშვები განკარგავენ შემოსული თანხის მიზნობრიობას.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ნოზაძე
https://www.youtube.com/watch?v=5kXUGkar2bc&feature=youtu.be&fbclid=IwAR3yPrum7Gzl7HmcN40vDwoW0qrE1U2h15Rm8oaV6O1XEdymmb0WJbbEkrM