10 დეკემბერი, 2019 17:44
სკოლა “აკადემოსში” უცხო ენის გაკვეთილი სახალისო აქტივობებით ჩატარდა
გაკვეთილებზე სხვადასხვა აქტივობა სკოლა “აკადემოსში“ ჩვეული ამბავია. ამჯერად შიდასასკოლო პროექტის “სიყვარილით, ბავშვები…“ ფარგლებში სკოლის ნორჩი ჟურნალისტები უცხო ენის გაკვეთილს დაესწრნენ.
უცხო ენის გაკვეთილი მოსწავლეებს სახალისო აქტივობებით ჩაუტარდათ.
“სწავლების ასეთი პრინციპი პატარებს ეხალისებათ და უმარტივდებათ იმ ტექსტების დამახსოვრება, რომლებიც შერჩეულია შესაფერისი თემატიკის მიხედვით. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს ენის შესწავლას. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის გაკვეთილები განტვირთვის ერთგვარი საშუალებაცაა”, – აღნიშნა პედაგოგმა, მეგი ნასყიდასშვილმა.
პედაგოგი: მეგი ნასყიდაშვილი
ნორჩი ჟურნალისტები: მარი გრიგოლია და ნინი ხავთასი
იხილეთ ვიდეო