სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ დედამიწის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი კვირეული მიუძღვნა
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. სკოლა “ცისკარის” დაწყებითი განათლების კათედრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ღონისძიებას, დედამიწის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა შემეცნებითი კვირეული.
კვირეულს მთავარ ლეიტმოტივად გასდევდა მოსწავლეებისათვის იმ საფრთხეების გაცნობიერება, რომლებიც დედამიწას ეკოლოგიურ საშიშროებას უქმნიან. კვირეულის მთავარი ლოზუნგი იყო ,,დედამიწა ჩვენი სახლია”. მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემატიკაზე: ,,გადავარჩინოთ დედამიწა“, „დავიცვათ ჩვენი გარემო, დავიცვათ ჩვენი მომავალი“ წარმოადგინეს ესეები და ნახატები. მოეწყო ნახატებისა და ესეების პრეზენტაცია. III კლასების მოსწავლეებმა მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია ,,სტიქიური მოვლენებისგან წარმოქმნილი ეკოლოგიური საფრთხეები.”
(კათედრის ხელმძღვანელი ნანა ვაჩიბერიძე; პედაგოგები: მაია ალავიძე, ინგა თეთრაძე, დალი ქოქოშვილი, დალი ტომარაძე)
-
იტალიური სკოლია “ცისკარის” პედაგოგი ჟურნალის “მასწავლებელი” საიუბილეო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარი” ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს by იტალიური სკოლა ცისკარი
-
იტალიური სკოლა “ცისკარის” ლიტერატურულ კაფე “Libriamoci”-ში რომის იუბილე აღნიშნეს by იტალიური სკოლა ცისკარი