28 მაისი, 2018 13:25
სკოლა “ჯი ელ სი” მოსწავლეებს საზაფხულო სკოლაში იწვევს – ვადები და პირობები
სკოლა “ჯი ელ სი” ზაფხულის არდადეგებზე მოსწავლეებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას 28 მაისიდან 27 ივლისის ჩათვლით.
საგნები და სახელოვნებო მიმართულებები:
- ქართული ენა და ლიტერატურა – საზაფხულო სკოლის პროგრამაშია: მხატვრული ლიტერატურა, თავისუფალი წერა: ესეები, თხზულებები, ვარჯიში მართლწერაში.
- ინგლისური ენა – მოსწავლეები იმუშავებენ ლექსიკაზე ჯგუფური სიტუაციური თამაშებით, მოეწყობა ამ ენაზე ფილმების ნახვა და განხილვა, დაიდგმება მინისპექტაკლები.
- გერმანული ენა – მოსწავლეები იმუშავებენ ლექსიკაზე ჯგუფური სიტუაციური თამაშებით, მოეწყობა ამ ენაზე ფილმების ნახვა და განხილვა, დაიდგმება მინისპექტაკლები.
- დიზაინი – ხელმძღვანელი – თათული რევაზიშვილი. მხატვარ-დიზაინერი, ჯი-ელ-სის დიზაინის სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დიზაინერთა კავშირის წევრი.
- ვოკალი – სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესწავლა (ქართულ და იმ უცხოურ ენებზე, რომელსაც სწავლობენ სკოლაში). პედაგოგი – ეკა შაროვი
- ტანვარჯიში, აერობიკა, ბალეტი და მოძრავი თამაშები – პედაგოგები – ნათია კაპანაძე, მაგდა ჭიღვარია.
საზაფხულო სკოლა მუშაობს: 10:00 – 17:00
სადილი: 13:00
თითოეული საგანი ყოველდღე:1 საათი 30 წუთი
მოსწავლემ უნდა აირჩიოს: შეთავაზებულიდან 2 საგანი და 1 სახელოვნებო მიმართულება.
მინიმალური დრო: 2 კვირა
მშობელმა უნდა შეავსოს განაცხადი სკოლის დირექციაში.
საზაფხულო სკოლაში სწავლის ღირებულება: 2 კვირა 250 ლარი. გადასახადში შედის გაკვეთილისათვის საჭირო მასალის ღირებულება.
ჯგუფი დაკომპლექტდება თანატოლი, ან ასაკით ახლოს მყოფი 10 – 12 ბავშვისაგან.
მისამართი: მინდელის ქ. N3,
ტელეფონი: 2 32 97 83.