სკოლა “ჯი-ელ-სის” დირექტორმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განცხადებით მიმართა
სკოლა “ჯი-ელ-სის” დირექტორი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ განცხადებით მიმართავს.
“ჩემო ძვირფასებო,
მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.
ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. დიდი მადლობა ნდობისა და ჩვენი შრომის დაფასებისათვის!
ძვირფასო კოლეგებო! თითქმის მეოთხედი საუკუნეა მწირი რესურსითა და თქვენი ღირსეული დამოკიდებულებით მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმისადმი სკოლა სასწაულებს ახდენს: ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა მაღალრეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის 100%-იანი მაჩვენებელი, გამოსაშვები გამოცდებზე ასევე 100%-იანი და მაღალი აკადემიური შეფასებები, სკოლის მოსწავლეთა წარმატებები სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში ქვეყნის შიგნით და გარეთ. წელსაც ჩვენმა აბიტურიენტებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს: მათმა უმრავლესობამ გრანტი აიღო და სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. დღეს ისინი ჩვენს სიხარულს უერთდებიან. მათ ამ წარმატებას ხომ სწორედ ჩვენს სკოლაში ჩაეყარა საფუძველი. მადლობა ყველა მასწავლებელს ამ დამოკიდებულებისათვის!
მოგეხსენებათ, უკვე მერვე წელია სკოლას აქვს გერმანული ენის სადიპლომო სკოლის სტატუსი და წელს მესამედ ჩავატარეთ გერმანული ენის სადიპლომო გამოცდა. პროგრამამ პირველივე წელს წარმატებით იმუშავა. წარმატებები ყოველწლიურად უფრო მეტი და თვალსაჩინოა. გასულ სასწავლო წელს დიპლომირებული მოსწავლეების რიცხვი კიდევ 14-ით გაიზარდა.მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მაჩვენებლებისათვის მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ გერმანული ენის პროგრამის ხელმძღვანელი დოდო ამაშუკელი, მასწავლებლები: ილონა დამმე, ნინო კიკალიშვილი და სოფიო ტაბაღუა.
გასულ სასწავლო წელს სკოლა ჩაერთო TOEFL-ის სასერტიფიკატო პროგრამაში. პროგრამის მთავარი ამოცანაა მოსწავლეს გაუღვივოს უცხო ენისადმი სიყვარული და გამოუმუშავოს უნარი, რომ მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განუვითარდეს: სამეტყველო უნარები, განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი, გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი. ჩვენმა მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი იმ მიზნებსა და გამოწვევებს , რასაც ეს პროგრამა ისახავს მიზნად. მოსწავლეებს ძალდაუტენებლად და წარმატებით შეუძლიათ დაამყარონ კომუნიკაცია ნებისმიერ ადამიანთან როგორც ყოველდღიურ, ყოფით საკითხებზე, ასევე სერიოზულ, პროფესიულ თუ აკადემიურ დონეებზე გლობალური მასშტაბით. ამას თვალნათლივ ადასტურებს წლის ბოლოს მიღებული შედეგები რაც აისახა საერთაშორისო სერთიფიკატში. გვინდა აღვნიშნით ჯი-ელ-სის გუნდის შესანიშნავი და წარატებული მონაწილეობა ინტელექტუალურ თამასში QUIDDICH-ი, ასევე აღვნიშნოთ დიმა პაიჭაძის წარმატება, რომელმაც ორატორობის კონკურსის ნახევარფინალში გაიმარჯვა საქართველოს მაშტაბით და გაემგზავრა ლიტვაში ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად. სადაც მან მეორე ადგილი მოიპოვა.
ყოველ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა მაღალი აკადემიური შედეგებით ამთავრებს. თითოეული მათგანის წარმატება სკოლის წარმატებაა. ჩვენ, ამჯერადაც, სიამაყით ვაჯილდოვებთ ჩვენს ფრიადოსნებს.
სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგიური კოლექტივის მუხლჩაუხრელი შრომა ყველაზე მეტად მაინც კურსდამთავრებულების საატესტო და ეროვნული გამოცდების შედეგებში აისახება ხოლმე.
მოგეხსენებათ შრომას, თავდადებას, საქმის ერთგულებას, მომავალი თაობის აღზრდისა და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში ჩადებულ წვლილს სათანადო შედეგი და დაფასებაც მოსდევს ხოლმე. წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში სკოლა დაჯილდოვდა „დარგის ლიდერის“ ორდენით, რომელიც მას 2017 წელს მიღწეული წარმატებებისათვის გადაეცა. ამ ფარგლებში საპატიო ორდენებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: ქალბატონი ილონა დამმე – „2017 წლის მასწავლებელი“, ქალბატონები ხათუნა ფირცხალავა და ნინო პაპიძე – „ 2017 წლის წარმატებული ხელმძღვანელი“.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!”, – ნათქვამია სკოლის დირექტორის განცხადებაში.