სკოლა ჯი-ელ-სის II-X კლასების ყველა მოსწავლე გერმანული ენის სადიპლომო პროგრამაშია ჩართლი
საქართველოში წლევანდელ წლამდე ხუთი სკოლა სთავაზობდა მოსწავლეებს გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომს. 2012 წლიდან ამ სკოლებს შეუერთდა სკოლა ჯი-ელ-სიც, რომელმაც მიიღო გერმანული ენის პირველი და მეორე საფეხურის სადიპლომო პროგრამის განხორციელების უფლება.
DSD 2 – დიპლომი – გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად არის გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამა ორიენტირებულია უცხო ენების სწავლების თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და ყოველი საფეხურის დაძლევის შემდეგ გასცემს გერმანიის სახელმწიფო დიპლომს.
პროგრამა ხელს უწყობს სკოლის მთვარი მიზნის განხორციელებას – უზრუნველყოს ყველა კურსდამთავრებულისთვის წარმატებული მომავალი.
DSD პროგრამა ითვალისწინებს:
- გერმანული ენის გაღრმავებულ სწავლებას მე–2 კლასიდან;
- ყოველი სემესტრის ბოლოს DSD ჯგუფებში ტარდება გამოცდა, რითაც ფასდება მოსწავლის მიერ მიმდინარე პროგრამის ათვისების დონე;
- წარმატებულად ჩაბარებულ დონეებზე გაიცემა დიპლომი.
- სწავლების მეთოდი შემუშავებულია ისე, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი წარუმატებლობის ალბათობა.
სკოლის ინფორმაციით, წარმატებულ მუშაობას განაპირობებს სადიპლომო პროგრამაში ჩართული ჯი–ელ–სის კვალიფიცირებული, გამოცდილი კადრები: დოდო ამაშუკელი, სოფიო ტაბაღუა, ნინო კიკალიშვილი, მაგდა ღუღუნიშვილი და გერმანელი პედაგოგი ილონა დამმე.
DSD პროგრამაში ჩართულია მე–2 კლასიდან მე–10 კლასის ჩათვლით ჯი–ელ–სის სკოლის ყველა მოსწავლე.