20 ნოემბერი, 2018 17:32
სკოლა “ჯი-ელ-სის” VIII კლასში ჩატარდა პრეზენტაცია “ჩვენ და ისტორია”
საქართველოს სასწავლო ცენტრი “ჯი-ელ-სის” VIII კლასში ჩატარდა პრეზენტაცია “ჩვენ და ისტორია”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ისაუბრეს ისტორიის მნიშვნელობაზე.
“მიდის ახალი თაობა, რომელმაც კარგად იცის ისტორიის შემეცნებითი მნიშვნელობა ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შექმნაში, სათანადოდ ერკვევა თითოელი ეპოქის ლიტერატურულ პროცესებში, სწორად აანალიზებს მომავალი თაობის როლს წარსულის გაკვეთილების შეფასებასა და ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებაში”, – აღნიშნეს სკოლაში.