14 დეკემბერი, 2016 14:12
სკოლა ,,გერგეტში” პროექტი ,,ბიოლოგიის საათი” განხორციელდა
სკოლა ,,გერგეტში” ჩატარდა პროექტი ,,ბიოლოგიის საათი”, თამარ მოსეშვილის ხელმძღვანელობით. წარმოდგენილი იყო საინტერესო პროექტები, რომლებიც გაფორმებული იყო საილუსტრაციო მასალით. პროექტში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სიგელები.
ასევე ჩამოყალიბდა ნორჩ ბიოლოგთა კლუბი. კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს სკოლის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი ლინა ხარაზიშვილი.
კლუბში 30 ბავშვი გაწევრიანდა, კლუბის წევრები ასევე გახდნენ აქტიური მშობლებიც; ნინო ფიფია, მაია გოგოლაძე, მაია დემურია და ელზა სილაგაძე.