26 დეკემბერი, 2016 11:54
სკოლა ,,გერგეტში” პროექტი ,,შავი ჭირი კაცობრიობის გენოციდის უხილავი აგრესორი” ჩატარდა
23 დეკემბერს სკოლა ,,გერგეტში” ჩატარდა პროექტი ,,შავი ჭირი კაცობრიობის გენოციდის უხილავი აგრესორი”. პროექტი მოამზადეს 10 კლასის მოსწავლეებმა. პროექტი იყო ინტეგრირებული ფორმატის. ხელმძღვანელები იყვნენ: სკოლის დირექტორი ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი – ლინა ხარაზიშვილი და ისტორიის პედაგოგი – ეკა ბენდელიანი.
პროექტს ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე – ნანა მელქაძე, კლასის დამრიგებელი – ნინო კობახიძე-ყუფუნია, ხარისხის მართვის ხელმძღვანელი – ნინო მიმინოშვილი და მოწვეული სტუმრის სტატუსით სკოლა ,,გეტის” კურსდამთავრებული სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი – ანი ყალაბეგაშვილი.