GE
27 ოქტომბერი, 2016 16:24

სკოლა-გიმნაზია ,,პირველის“ მოსწავლეები ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარს“ ესტუმრნენ

დღეს, 27 ოქტომბერს, სკოლა-გიმნაზია ,,პირველის“ მოსწავლეები ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარს“ ესტუმრნენ. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები მოუთმენლად ელოდნენ ახლოს გაეცნოთ თავშესაფრის ბინადრები.

პედაგოგები ,,თავისუფალი დღის“ ფარგლებში ხშიარდ ესაუბრებიან მათ, რომ ყოველი ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია ვიზრუნოთ უპატრონო ძაღლებზე, რომ არასოდეს უნდა მივატოვოთ ისინი გასაჭირში.

თავშესაფარში მისულებს პატრონისგან მიტოვებული ხუთასამდე ძაღლი და ორი მურა დათვის ბელი დახვდათ. მოსწავლეებმა მათ შესახებ ისტორიები მოისმინეს და ვოლიერებში გამომწყვდეულ ბინადრებს პურები საკუთარი ხელით მიართვეს. მოსწავლეების თქმით, ისინი არასოდეს მიატოვებენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს და არასოდეს დაჩაგრავენ ქუჩის უპატრონო ძაღლებს, ყოველთვის შეეცდებიან, ლუკმა-პური გაუყონ მათ.

,,პირველები“ დიდი ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში და პედაგოგის დავალებით თავშესაფრის შესახებ შთაბეჭდილებებიც დაწერეს.

სკოლა გიმნაზია "პირველი"