GE
13 ოქტომბერი, 2016 11:46

სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” მოსწავლეებმა უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი მოინახულეს

12 ოქტომბერს სკოლა-გიმნაზია ,,პირველში” კვირის ,,თავისუფალი დღე” გაიამრთა. მორიგი თემა იყო ადამიანის ოთხფეხა მეგობრები, მათი დაუცველი უფლებები და მომატებული ძალადობის ფაქტები.

მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის მიუღებელია დაუცველი არსების მიმართ ვანდალური მოპყრობა. მით უფრო, როცა საქმე ძაღლებს ეხება. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს უყვარს ოთხფეხა მეგობრები, ყოველთვის ცდილობენ უპატრონოდ მიტოვებულებს ლუკმა-პური მიაწოდონ და საჭიროების შემთვევაში თავშესაფრებშიც დააბინაონ.

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა ძაღლთა თავშესაფარი მოინახულეს და თავად გაიცნეს ის დაუცველი არსებები, რომლებზეც ადამიანებმა უარი თქვეს, უფრო მეტიც, სასიკვდილოდ გაიმეტეს და რომელთა უმეტესობა სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მერვეკლასელები არ ელოდნენ ამდენი უპატრონო და სევდიანი ძაღლი თუ დახვდებოდათ თავშესაფარში. ყურადღებით და გულისტკივილით ისმენდნენ მათ შესახებ ისტორიებს.

სკოლა გიმნაზია "პირველი"