სკოლა გიმნაზია “პირველში” ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
სკოლა გიმნაზია “პირველში” ბოლო ზარის ცერემონია გაიმართა. მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება სკოლის პირველკლასელებმა სპეციალური ღონისძიებით მიულოცეს. ამასთან სკოლის ადმინისტრაციამ 2015-2016 ყველა XII კლასის კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზართან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, თქვენ ბავშვობის ყველაზე ლამაზი წლები ჩვენთან ერთად გაატარეთ, ხანდახან გსაყვედურობდით, გტუქსავდით მაგრამ არ “გვიბრაზდებოდით”, რადგან გჯეროდათ რომ ეს დედების სითბო და სიყვარულნარევი ბრაზი იყო! ამიტომაც ჩვენს თბილ ოჯახში ყველა ბედნიერი იყო.
დიდ მადლობას ვუხდით თქვენს მშოლბლებს, პირველ რიგში, სკოლისა და ჩვენი თანადგომისათვის! შემდეგ კი იმისთვის, რომ თქვენი სახით, ასეთი კარგი შვილები ჰყავთ.
წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ, გიჟი, გადარეული და ხალისიანი სტუდენტობა.
ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!
ჩვენი სიხარული სევდა ნარევია, მაგრამ ჩვენი ხვედრიც ეს არის.
თქვენი მანანა ბაკურაძე და ნინო ოქროჯანაშვილი.”