GE
1 ნოემბერი, 2023 11:01

სკოლა „ჰელიოში“ კალიგრაფიის კონკურსი „ჩემი ხელწერა”ტარდება

კალიგრაფია, როგორც ლამაზად წერის ტექნიკა და როგორც ხელოვნება უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე.

სწორედ ამიტომ, სკოლა „ჰელიოში“ II ბ კლასში კალიგრაფიის კონკურსი ,,ჩემი ხელწერა” ტარდება.

კალიგრაფიულად წერისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ესთეტიკა: ქართული ანბანი იმდენად მუსიკალურია, იმდენად ხატოვანია, რომ შეუძლებელია, ლამაზად წერო და შენს შინაგან სამყაროზე წარუშლელი კვალი არდატოვოს, არ დაიხვეწოს შენი მხატვრული ხედვა და ესთეტიკა.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში