12 თებერვალი, 2024 09:58
სკოლა „ჰელიოსის“ მეოთხეკლასელები სოკოების შესწავლას აგრძელებენ
სკოლა „ჰელიოსის“ IVბ კლასელებმა სოკოების შესწავლა უფრო სიღრმისეულად გააგრძელეს. მასალის გაცნობის შემდეგ, მათ დაევალათ სოკოების სამეფოზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და შესაბამისად გაფორმება.
შედეგად, მოსწავლეებმა ერთმანეთს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ინფორმაცია გაუზიარეს. ისაუბრეს ზოგიერთ საკვებად ვარგის და შხამიან სოკოზე, მათ ზოგად აგებულებაზე, საქართველოში გავრცელებულ სახეობებზე და ა.შ.
აქტივობის შედეგად მათ კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა და საპრეზენტაციო უნარები.