GE
2 ივნისი, 2023 12:58

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ძველ თბილისს ესტუმრნენ

ქართველოს ულამაზესი დედაქალაქი მრავალი სახასიათო და განსაკუთრებული დეტალით გამოირჩევა. ეს დეტალები ქალაქს ძველისა და ახლის, ისტორიისა და თანამედროვეობის შეხვედრის ადგილად აქცევს და დიდ ინტერესს აღძრავს ადგილობრივ თუ უცხოელ მნახველებში.ბევრი რამ თბილისის შესახებ კი კვლავ ფარდის მიღმა, ფართო აუდიტორიისათვის უცნობი რჩება. თბილისური ლაბირინთები, ვიწრო ქუჩები, ქვით ნაშენი სახლები და ხის აივნები, “იტალიური ეზოები” და არტ ნუვო – ყოველივე ეს აქცევს თბილისს განსაკუთრებული კოლორიტის მქონე ქალაქად.

სკოლა „ჰელიოსის“ Vა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ძველი თბილისის ქუჩებსა და ძველ შენობებს რუსთაველიდან ორბელიანთუბნამდე.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს რუსთაველის გამზირი, გრიბოედოვისა და ათონელის ქუჩების ყველა ისტორიული შენობა, რომლთაგანაც თითოეული არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში