29 მაისი, 2023 09:52
სკოლა „ჰელიოსის” მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
26 მაისი ისტორიული დღესასწაულია! ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
სკოლა „ჰელიოსის” V კლასის მოსწავლეებმა გაიზიარეს ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მნიშვნელობა და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პლაკეტები და ასე ინფორმაციულად აღნიშნეს საქართველს დამოუკიდებლობის დღე.
აქტივობების შედეგად, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ერის დაუმარცხებლობა გამოიხატება არა მარტო იარაღში, არამედ მის კულტურაში, შეგნებასა და ორგანიზაციულ ძალაში. ამ თვისებით კი ქართული ერი საკმარისად მდიდარია და სწორეთ ამაშია მისი ძალა, მისი გამარჯვება!