12 დეკემბერი, 2022 11:17
სკოლა „ჰელიოსში“ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
სკოლა „ჰელიოსის” მე-4ა და მე-4ბ კლასებში ჩატარდა ფრანგულ-გერმანული ინტეგრირებული აქტივობა სახელწოდებით “რიცხვები და სახალისო მათემატიკა”.
ბავშვები ხალისით ჩაერთნენ ვიქტორინაში.
თავის წარდგენის შემდეგ, დაასახელეს რიცხვები 20-ის ფარგლებში, შეასრულეს და წაიკითხეს მათემატიკური მოქმედებები.
მაქსიმალურად წარმოაჩინეს ცოდნა გერმანულ და ფრანგულ ენებში და აღნიშნეს, რომ კიდევ უფრო მოტივირებულები გააგრძელებენ უცხო ენების შესწავლას.