GE
15 ნოემბერი, 2016 14:37

სკოლა ,,იბერიას” მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა

იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა ,,იბერიას” მოსწავლეები, 10 ნოემბერს, რუსლან ვეკუას ოჯახს ესტუმრნენ. მეუღლის და დედის გარდაცვალების შემდეგ ის მარტო უძღვება შვიდი შვილის აღზრდას.

სკოლის  მოსწავლეებმა ოჯახისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ნივთები შეაგროვეს და მათ  ადგილზე ჩაუტანეს. ბავშვები ადვილად გამონახეს საერთო ენა და გარკვეული დროის მანძილზე ერთადაც ითამაშეს. ოჯახის უფროსმა სკოლას დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

სკოლა ,,იბერია” გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი ტიპის ოჯახები კეთილი ადამიანების მიერ ხელგამართული იქნებიან, ხოლო მოსწავლეები ყოველთვის გამოთქვამენ სურვილს მათ დასახმარებლად.

Aris.ge - განათლება განათლება